მაქვს უფლება რომ ჩუმად მიყვარდე,
გიყურო როგორც საფიცარს, წმინდას
და იმის გამო, რომ ვერ ვივარგე,
მრცხვენია კიდეც და გულიც მტკივა.
მე მესმის სული როგორ ბობოქრობს
როს დენთის სუნი იგრძნობა ქვეყნად,
გული-გონება რა ძალუმად მთხოვს,
რომ დავიღვარო უცნაურ ლექსად.
რადგან არ ძალმიძს სხვებივით ყველგან
ვიყო და მივყვე ამ გულის ძგერას,
მაგრამ ხომ იცის მაღალმა ღმერთმა
რარიგ მიყვარხარ და როგორ ვღელავ,
როცა ვხედავ რომ ზღვარს გადადიან,
როცა ერთმანეთს აღარ ინდობენ,
ვაგლახ, სინდისი არ გააჩნიათ,
თორემ სირცხვილით უნდა იწვოდნენ.
მხოლოდ პირადი კეთილდღეობა
აწუხებს ყველას,სხვას ვინ დაეძებს,
უცხო გამხდარა მათთვის ზნეობა,
ძმობაც,ღირსებაც ფეხქვეშ გათელეს.
ფულსა და სტატუსს ჰმონებს ყოველი
ქვეყნის დაცვისთვის ვისა სცალია?
სამ