გულში ტორნადო .
პატარა სახლი , შავი ბუხარით ,
ვერ შემაშინებს , თოვლი მუქარით .
პატარა ეზო , პატარა ლეკვით ,
მთვარეს ვაცილებ , უძილო ცეკვით .
შავი ღიმილი , სევდის დღიურში ,
ერთი ნაბიჯით , ცრემლის ტრიუმფში .
შავი სამყარო , თეთრი იმედი ,
ალბათ მეც უკვე წყვდიადს მივედი .
წითელი სისხლი , ცისფერ ვენებში ,
მე მარტოობა დამყვა გენებში .
ნატანჯ სახეზე , შავი წვერები ,
უფალს შევკადრე , მძიმე ბგერები .
მწვანე ოცნება , ყავისფერ ნისლში ,
შენზე ფიქრები მოძრაობს სისხლში .
გულში გაივლის , დაფერფლავს გრძნობებს.
მოცარტს მოვპარავ ზეციურ ნოტებს .
არაფრის სურვილი , მხოლოდ ტკივილი ,
ჩემს სულს მოუნდა მწარედ კივილი .
მხოლოდ ოცნება , ისიც ძილის წინ ,
შენს სახელს ვახსენებ , ყოველ ფიქრის წინ .
სახეზე ღიმილი