მე მას ხუთი წლის შემდეგ დავურეკე. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მას ნომერიც კი არ გამოუცვლია, თითქოს მელოდებოდა. როცა მიპასუხა, ამაკანკალა. ბედნიერი ხმა ჰქონდა, ფონზე კი ბავშვები იცინოდნენ.
როცა მიპასუხა და თქვა "ალო" ლაპარაკის უნარი წამერთვა. არ ვიცოდი რა მეთქვა. გამიხარდა, რომ ბედნიერი იყო, მაგრამ ამავდროულად გული მტკიოდა. მაშინ, 5 წლის წინ, იგი მეუბნებოდა, რომ მუდამ ვეყვარები, მე კი მეცინებოდა და ვეუბნებოდი: "შენ შეხვდები მას, ვინც გაგაბედნიერებს".
მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, რომ არ მატყუებდა. ამის მიუხედავად, მე მაინც მივატოვე იგი. იმის შემდეგ, როცა ისევ თქვა "ალო", გავუთიშე.
სმს მომივიდა. მომწერა: "გამარჯობა! შენს ზარს ველოდებოდი. იმედი მქონდა შენს ხმას ისევ გავიგებდი. მაგრამ შეგეშინდა,