ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი, ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს. ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე, სევდა როდემდე არ დამასვენებს? დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ, თვალებს გავახელ და შენ დამხვდები, მოგონებებში ჩავიძირე და საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები. შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ, აზრი არა აქვს შენზე ოცნებას, მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე, ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება. მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი, მართლაც რამდენი ხანი გავიდა... გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს, მე შეგუება ბედთან არ მინდა! :(