ლარნაკში ერთი ხმელი ვარდია,
ტრფობით ყვაოდა წყალით კიარა,
იქნებ ჩაგეკრა კოლექციაში,
გაბუტვამ რით ვერ გადაგიარა.
ჩვენი ფანჯრიდან ბეღურა გვიმზერს,
თითქოს ახსოვდეს ჩვენი კამათი,
ზამთარმაც ისე მალე მოთოვა,
როგორც ჭადრაკში დასვა შამათი.
სიცივემ ცხელი გრძნობა გათოშა,
ცამ ფანტელები დაანიავა,
მალე ავანთოთ ჩვენი კოცონი,
მზემ იქნებ სულაც დააგვიანა.
ჩვენს ფანჯარასთან დამოძღვრილ ნამქერს,
ქარი აკვნესებს სულში მიძვრება,
გამოქცეული უკუნეთიდან,
ნაბახუსევი დღე არ იძვრება.
მინდა გავექცე ამ წლის ჭაღარას,
ერთად გავუდგეთ მარტო კიარა,
თორემ სიკვდილი გამათამამებს,
ბახუსმაც სულ მთლად გამატიალა.
ლოდინით გახმა წითელი ვარდი,
ფორმაც დაკარგა ფერი კიარა,
ჩემო ლარნაკთან ლექსსაც დაგიტოვ,
იქნებ გაბუტვამ გადაგიარა...