ვიცი თუ დავწერე მიშველის, ლექსს ფიქრს გავაყოლებ დარდიანს, მერე ნაცნობ ბილიკს გავყვები, ისევ შველას შევთხოვ მადლიანს. მტკივა... ვაღიარო?-არ მინდა! სულში ჯოჯოხეთი ტრიალებს. ვცდილობ საკუთარ თავს გავექცე, დრო ვერ მოაშუშებს იარებს... დამღალა ნიღბების სიცივემ, განა ასე ბევრი ვინატრე?!... მხოლოდ ჩემი წილი სითბო და ღვთისგან ბოძებული სინათლე