მე ვენაცვალე ემიგრანტ ქალებს
დარდიან გულებს,ცრემლიან თვალებს,
მარტოობაში ნათენებ წლებს და
დარდსა და ფიქრში ნათენებ ღამეს.
მათ ტკივილიან გულს ვენაცვალე,
დაკოჟრილ ხელებს, დაღარულ სახეს,
ნაძალადევ და უმანკო ღიმილს,
შვილებზე ლოცვით ნათენებ ღამეს.
თქვენ საქართველოს ხართ სიამაყე,
დაღლილი მხრებით სამშობლოს იცავთ,
მემაყება რომ ვარ ქართველი
თქვენი შემყურე ყველაფერს გფიცავთ,
რამდეჯერ ჩუმად ვიტირე თქვენზე
თქვენი სათუთი გრძნობების გამო
შენ სხვისი მიწის ტყვე და ხიზანო,
ღვთისკურთხეულო ქართველო ქალო!