როდესაც ჩქეფდა ბედნიერება,
როცა ბრწყინავდა ცისკრის ვარსკვლავი,
მაშინ ვიხილე მშვენიერება,
მაშინ დაიწყო ჩემი ამბავი...
პატარა ბიჭი ვიყავი,
გული რომ გრძნობით ამევსო,
და ჩვენ შევქმენით ცისკავი,
ვფიქრობდით ნაკლი არ აქვსო...
მაგრამ ხომ იცით დრო როდის უხვევს,
ყველგან მიაწვდენს მის ბინძურ ხელებს,
გაგიცამტვერებს გახიზნულ გრძნობებს
და გაგიშავებს ვარდისფერ ფერებს...
ასეაა ასეე ... ასეაა ასეე.. არუნდა გაჩნდეს გრძნობაში ბზარი,
თორემ დაგეცლებათ გრძნობებით სავსე,
გირჩევთ ჩარაზოთ თქვენ გულის კარი.
არდამიჯერებთ დამცინებთ ჩუმად,
იტყვით ვინ არის თავს რომ გვაცოდებს,
დიახ თქვენ გაფლანგავთ ცხოვრებას ფუჭად,
ეს კი ყველაზე მეტად მაცოფებს!..
მერე გაიხსენებთ რას გარიგებდით,
თურმე რა არის ამ რჩევის