ძლიერ მონატრებას ვებრძვი,
სულით ხორცამდე რომ ატანს,
მე ის სიყვარული ვერ ვთქვი,
ერთ დროს რომ მეყვირა მწადდა...
აკრძალული გრძნობა გულში,
კედლებს ეხეთქება, მტანჯავს,
როგორ მოვდიოდი შენთან,
მაგრამ ყველა ხიდი ჩატყდა...
მიყვარხარ, მჭირდები მაგრამ,
უკვე ამას აზრი არ აქვს,
ღამე გრანელივით ტირის,
მთვარეც გაქცეულა სადღაც...
როგორ მენატრები ახლა,
როგორ მჭირდები და გჩემობ,
შენ კი გაუყევი სხვა გზას,
თითქოს უცხო ვიყო ჩემო...
ძლიერ მონატრებას ვებრძვი,
სულით ხორცამდე რომ ატანს,
ვცოცხლობ მაგრამ ვხედავ ნათლად,
სუნთქვას მხოლოდ ძალას ვატან...
😞😞😞😞😞😞😞😞😞😞