უხმლოდ დაჩეხილ ღრმა-ღრმა ჭრილობებს, სხვადასხვა ზომა-ფორმა ატყვია!.. შეთხზულ-ჩადენილ გეგმა-პირობებს ქართველის ხელის დაღი ასვია!.. შვილებს წახდენილს მეტი ფერებით ღვთისმოშიშების სული აკლია!.. გადამთიელის სისხლის შერევით ნამუსის ქუდი... ვაი!... აგვხდია!.. ავის მდომელი ღვთის შვილთ გვიმტკიცებს, რჯულის კანონი ვითომ ზადია... ბნელში მყოფელი გველად სისინებს გვექადაგება თეთრი შავია! ნიღბის მომრგების რიგები დადგა, სულის გაყიდვა მრავალს სწადია !.. და ჩვენც ყოველი ნელ-ნელა, მაგრამ ჯოგივით მივდევთ გზებს ხი'ფათიანს!..
ღმერთში მყოფელი ღმერთს რომ განუდგა, ადამის სისხლი ყივის ყრალიანს... წუთისოფელი ჰბაძავს ღამურას, მიწიდან ხე-ხე ფრენს და დახტიან!.. დიდი მშობელი გვანიშნებს!