მე დღეს არ ვხედავ,საკუთარ თავს,ჩემს თავთან მარტოს,
მიუხედავად,რომ ვსაზრდოობ,მუსლიმანთ წრეში.
ჩავიცვამ შარვალს,მათთან ნაყიდ ქურთუკს,თუ მანტოს,
მაგრამ მათ რწმენას არასოდეს ვაცოცხლებ ჩემში!
აქ ჩემთვის თითქმის ყველაფერი სხვანაირია...
მზეც უსახურად ჩნდება ხოლმე დილ-დილას ცაზე.
დღეს მონატრებით გული ისე გადაირია,
რომ დავფიქრდები,ვიტყვი ხოლმე,ამ ქვეყანაზე,
წყალს წაუღია ყველაფერი,ორქო თუ ვერცხლი!
ნეტავ,შენს მკლავებს შემაფარა,შენს ჭადრებს,მუხებს,
დამანთებინა ჩემს ეზოში გიზგიზა ცეცხლი
და მის გარშემო გაყინული ვითბობდე მუხლებს.
თუმცა მე აქ ვარ,აქ ბინადრობს დღეს ჩემი ლეში,
მიწევს ყოველი გულის გრძნობა ფურცლებზე ვხატო.
მე თუნდ ამ წუთას ვიმყოფები მუსლიმანთ წრეში,
მაინც არასდროს არ დავრჩები ჩემს თავთან მარ