მჯერა რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვნო ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. მას ეტყვი იმას, რაც ჯერ არავისთვის გითქვამს, ის კი გაითავისებს ყველაფერს და ისევ ენდომება, რომ უფრო და უფრო მეტი გაიგოს. მას გაუზიარებ შენს იმედებს, ოცნებებს, რომლებიც არასოდეს ახდება, მიზნებს, რომლებიც წარსულს ჩაბარდა და იმედგაცრუებებს, რომელთაც ცხოვრებამ შეგახვედრა. როდესაც რაიმე კარგი მოხდება,მოუთმენლად დაელოდები წამს, როდესაც შეგეძლება მოუყვე ყველაფერი, რადგანაც იცი, რომ იგი ყველაფერს გაიზიარებს და აღფრთოვანდება. ის არასოდეს შეეხება მტკივნეულად შენს გრძნობებს და არ გაგრძნობინებს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. იგი შეგავსებს და გაჩვენებს შენს თავს მთელი მისი განსაკუთრებულობითა და მშვენი