ქალი ლექსია დაუწერელი,
ჯერაც უთქმელი სათუთი სიტყვა,
სწორედ ისა რომ ვერ ელევი,
ყველაზე მეტად მოგწონს და გიყვარს.
ქალი უთქმელი სადღეგრძელოა,
რაც მომხდარა და რაც უნდა მოხდეს ,
გაუტყორცნელი ისრის ღეროა,
შიგ ათიანში რომ უნდა მოხვდეს.
ქალია,რაც კი კარგი შექმნილა,
ქალია ყველა დროის მშვენება,
ქალია ქვეყნად რაც დაწერილა,
ანდა ოდესმე დაიწერება.