ქალი ხარო,წარა-მარა ნუ მახსენებთ
ეგ ამბები დიდი ხნის წინ დამთავრდა,
-ქალი ვიყავ,როცა შვილი მუხლზე მიჯდა,
როცა ჩემს ტვინს სულ სხვა ძალა მართავდა.
როცა სახლში ვფუსფუსებდი მხიარული,
შუბლგახსნილი სტუმარს ზღურბლზე ვხვდებოდი
დღეს და ღამეს ვასწორებდი მაგრამ მაინც
ალიონზე სიხარულით ვდგებოდი!
ქალი ვიყავ როცა დედის დაძახილზე
შორ მანძილზეც სიხარულით გავრბოდი,
ლამაზ,ლამაზ მოგონებებს ვაგროვებდი
მომავალზე საერთოდ არ ვდარდობდი.
ქალი მერქვა როცა გული ხალისობდა
და არ მწყვეტდა წელში ხვალის ტკივილი,
როცა ქვეყნად სიყვარული სუფევდა და
არ ისმოდა მშიერ ხალხის ტირილი.
როცა არსად არ გვტანჯავდა ხმა ტყვიების,
როცა ბავშვი უწამლოდ არ კვდებოდა,
როცა ვინმეს გაჭირვება და ტკივილი
ყველა კაცის სატკივარი ხდებოდა.
ქალი ვიყ