ვგიჟდები შენზე, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია: ორ იდეასაც კი ვერ ვუყრი თავს ისე, რომ მათ შორის შენ არ აღმოჩნდე. ვეღარაფერზე ვფიქრობ შენ გარდა. ყველაფერს, რაც ჩემშია, წარმოსახვის ჩათვლით, შენკენ მოვყავარ. ჩემს გულში ყოველთვისაა ადგილი გამოყოფილი შენთვის – ვგრძნობ, რომ იქ ხარ. მაგრამ, რაღა დარჩა ჩემგან, თუ შენი დამსახურებით ყოველგვარი მიზანი თუ მისწრაფება დავკარგე და მხოლოდ შენი არსებით ვარ შეპყრობილი? ეს ხომ მონომანიაა.ეს ცხოვრება არ არის. ასე არასოდეს ვყოფილვარ. შენ ყველაფერი შეისრუტე. შვებასა და სიხარულს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა შენზე ვფიქრობ. ოცნებებში წარმოვსახავ ისეთ მომენტებს, რომლის ერთი წამიც ათას წელს უდრის.შენ არ იცი რომ ხშირად ვესაუბრები შენს წერილებს, თითქოს ისინი თავად შე