ც ხ ი ნ ვ ა ლ სმე ვეფერები მშობლიურ ქალაქს,
სად უჩვენობის ოცი წელია,...
კვლავ ვეზიარო ვნატრობ შენს სურნელს,
გულს ეთბუნები ჩემო ფერიავ...და რასაც ჰქვია ცხოვრება ჩემი,
შენით ავსილი, ვერა, ვერ დავთმე
და ერთადერთი ჩემი ნუგეში
და სიხარულის შენა ხარ მოწმე.აქ ლიახვს ჭრიან ცისარტყელები,
მოდის აპრილის შხაპუნა წვიმა
და სადღაც მღერის სამოთხის ჩიტი,
ჩემს საგალობელს ლექსებად გწირავს.....