ერთი ვარ! თქვენ ბევრი!
ყველას ვერ გაგწვდებით
და მაინც მინდა ვთქვა,
ამ გულის სათქმელი.
ნეტავ რად გეგონათ,
ადვილად დავნებდი,
როდესაც უფალი
გვერდით მყავს მფარველი .
ლექსებით თუ ვამბობ,
გულში რა დარდია,
თქვენ რატომ გგონიათ
ეს დიდი ნაკლია.
ჩემს ტვინს ნაოჭები
მართლა არ აკლია,
ან თუნდაც რომ აკლდეს
რა თქვენი დარდია?
ჭორებზე აყოლა
ვიცი არ მარგია,
სიცრუის სამოსი,
რადგან არ მაცვია.
და მაინც ხანდახან
მიმტყუნებს ნერვები,
თუ ჩემი სიმართლის
დაცვა ვერ შევძელი.
მადლობა სუყველას,
ვინც ასე მიმეტებთ,
მეგობრად გთვლით და თქვენ
მიცრუებთ იმედებს.
უფალი გხედავთ და
მოგიზღავთ საკადრისს,
მე აღარ მჭირდება
ტყუილი, თამაში.
იმდენჯერ ვიწვნიე
მეგობრის ღალატი,
რომ აღარ მჭირდებით!
წადით და დამაკლდით!
ავ