მე სიყვარულის სადღეგრძელო დავლიე წუხელ,
ჩემი დარდები ღვინით სავსე თასში ჩავკალი
შენზე ფიქრებში დამათენდა ძვირფასო გზაზე
და შენი ტრფობით ამერია კარგო გზა - კვალი.
დავბოდიალებ ნამთვრალევი გზა არეული,
უცხო ქუჩებში შენი სახლისკენ დავეძებ სავალს,
მარტო დავდივარ უგრძნობელი ვით მთვარეული
და მხოლოდ შენი თვალთა სხივი მინათებს გზა - კვალს.
შენს სიყვარულში უიმედო, ბედ - დაწყევლილი
შენზე მლოცველი დავიჩოქებ საყდარის კართან,
და როგორც ბავშვი დედის მკერდში სულგანაბული
სულის სიმშვიდეს მოვიპოვებ ღვთისმშობლის ხატთან.
მე შენზე ფიქრში გავატარებ მთელს ჩემ სიცოცხლეს
და ასე ვივილი უგზო - უკვლოდ, გზა არეული,
როცა დარდები დაიმონებს ჩემს გულს იცოდე,
ჩემი ცხოვრების შარბათს შევსვამ შხამ გარეული.
როცა სიკვდ