მაღლა მთის მწვერვალებს ნისლი შეეხიზნა გულში ჩასდგომოდა სევდა ქარიანი, ისე ლამაზი და ისე მომხიბლავი ისე მშვენიერი როგორც მარიამი, მისი ღიმილით და მისი ოცნებებით იყო მოგონება გრძნობით დაზაფრული, ზამთარს ჩამოადნა წლები სიმარტოვის სულში ჩაიღვენთა ბოლო გაზაფხული, იყო სილამაზე გრძნობის გაღიმება გულში დარჩენილი სევდის გაღვივება, ადრე გაზაფხული ყვავილთ დაფიქრება წმინდა სიყვარულის ჩუმი გაფიქრება, მიწას დაჰფენოდა სხივი ადრიანად გულში ჩაეკონა ვარდი ნამიანი, ისე სპეტაკი და ისე უკარება ისე გულზვიადი როგორც მარიამი, ისე ლამაზია ისე თვალციმციმა იებს უცაბედად სევდა გასჩენია, როცა გახმიანდა სიტყვა მარიამი მაშინ ბულბულსაც კი ცრემლი დასდენია, ახლა ეს წუთებიც ბოლო წუთებია გული ატირდება ჩუმი სინანულით, ფიქრში