იანვარია-
ფოთოლცვენის ბოლო ვენდეტა,
სეზონთა ჭიდილს გასარკვევი დარჩა ავ-კარგი.
გაგიშვი...
რადგან, შემიყვარდი ისე ზედმეტად,
რომ საკუთარი პიროვნება სადღაც დავკარგე.
დღეებს ვაწებებ ერთმანეთზე როგორც მარჯანებს,
მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყოველ დღე ვსვამ და ვეწევი.
ვიცი რომ ყველას დააჯერებ როგორ გტანჯავდი,
მაგრამ ძილის წინ საკუთარ თავს ვერ გაექცევი...
ადგები, ყველას გაუღიმებ ძალით, წვალებით,
რაც ცოტა ხნის წინ გახარებდა, ვეღარ გავსებენ,
დღეები როგორც უსახლკარო მაწანწალები,
შენს აივანზე ზომბებივით მილასლასებენ...
გამოგიტყდები,
ტკივილია ჩვენთვის შექმნილი,
წყენა,
სიბრაზე, ცოტა ბოღმა, ცოტა მიქარვა
და
ბედის ქურდი კალენდარი თარიღშეშლილი,
უერთმანეთოდ გატარებულ დღეებს იპარავს...
გახსოვს ბოლო დღე?!
ბ