აირია,ყველაფერი აირია
გულს გაუღებ,შემოვლენ და გაივლიან
გულს აჩუქებ,უყოყმანოდ გაყიდიან
სიყვარულს კი,სიძულვილში გაგიცვლიან
სითბოს გასცემ,სიყალბეში ჩაგითვლიან
შეცდომებს კი,სათითაოდ დაგითვლიან
შემიძლია გაღიმებაც შემიძლია
ტკივილებს თუ სიხარულით შემიცვლიან
გულზე ლახვარს არასდროს თუ არ ჩამცემენ
მე ბოლომდე ერთგულება შემიძლია
გააცილეს სიყვარულიც გააცილეს
და მარტივად საგულედან გააცილეს
ნეტავ,მეც რომ ყველაფერი შემძლებოდა
და ჩემთვისაც მიტოვება გაადვილეს
დამივიწყეს წავიდნენ და დამივიწყეს
ჩემი სითბო სიყვარული გამირიყეს
მღალატობდნენ და თვალებში მიყურებდნენ
უფალი და ღვთისმშობელი დამიფიცეს
გამიკვირდეს,რაღა უნდა გამიკვირდეს
ჩემი გული,სათითაოდ გამიყიდეს
ოცდაათიც არ დასჭირდათ ოქრო-ვერცხლი
კაპიკებად და გროშებად