ახლა მე ისეთი დაღლილი ვარ მაა, შენს მახლობლად დავჯდებოდი.. კალთას დაგადებდი ნაფერებ თავს, შენი მოფერებით დავტკბებოდი. ახლა მე ისეთი შეცვლილი ვარ იქნებ ვეღარც მიცნო შენი-შვილი, შენი შრომითა და შენი ოფლით შენი ვაი-ვიშით გამოზრდილი.. მაა, მაპატიე გეხვეწები, აღარ გავბედავ რომ გაგებუტო.. მოდი დამტუქსე და დამიყვირე შენი გაბრაზებაც მენატრება.. მაა, შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი შენზე ძვირფასი რა გამაჩნია.. ახლა მე ისეთი დაღლილი ვარ სევდას ვეღარ ვიტევ დანაგუბებს გთხოვ შემიჩერე ეს გაზრდა და ისევ ბავშვობაში დამაბრუნე.. მაა, შენ სიყვარულს რას ეძახი შენსას ვერაფერს რომ ვერ ველევი ? შენი მონატრება გამათბობს და ის სიზმარი-შენ რომ გეფერები.!