ადამიანებს ვარჩევ
არასწორად …
ხო ასე , ავარჩევ შემოვუშვებ ჩემ გულში და მერე მტკივა ...
ბავშვობიდან არასწორ ხალხს ვარჩევ …
ვარჩევ იმათ ვისაც ჩემი არ ესმით ... !!!
მერე ვფიქრობ , რომ მე ვარ რთული
მე ვარ განსხვავებული ...
მერე ამას ვიჯერებ ... !!!
მაგრამ როცა დავფიქრდები
ვერ ვხვდები რატომ ვარ რთული …
რთული ვარ იმიტომ , რომ ადეკვატურად ვრეაგირებ ... ?!
როცა გიღალატებენ , მერე მოდიან უსირცხვილოდ გიყვებიან და ამაზე , რომ შესაბამისი რეაქცია გაქვს
გეუბნებიან - “ შენ რთული ხარ “
როცა გულწრფელი ხარ , უანგაროდ გასცემ სიყვარულს , საპირისპიროდ სულ სხვა რამ მოდის და ამასაც უხსნი , უხსნი , კიდევ უხსნი , რომ არასწორია და კიდევ ერთხელ გიმეორებენ
" შენ რთული ხარ " ... !!!
არ ვარ რთული ... !!!