ქალს როგორც დედოფალს მოექეცი,
თუ გინდა მეფობა გაიგო,
თუ გინდა დიდება მოიპოვო-
სამეფო გვირგვინი დაიპყრო.
არ უნდა შეუშინდე ქარიშხალებს,
სიცოცხლეც კი უნდა გაიღო.
ომშიაც პირველი უნდა დადგე,
ღალატი გულში არ გაივლო.
სისუსტე,ყოყმანი დაივიწყო,
იები დაჰფინო შარა-გზად.
ეცადე არასდროს აწყენონო,
გაწირვა არ გქონდეს აზრადაც.
უნდა დაუმტკიცო,დააჯერო,
რომ ნდობის,სიკეთის ღირსი ხარ.
ქალი არასდროს დააეჭვო-
უთხარი,რომ მხოლოდ მისი ხარ!
ქალი არასოდეს გააწბილო,
უნდა შეიყვარო სიგიჟით.
თვალი მის გულზევე გაახილო-
გზები არა გქონდეს მის იქით.
ხელის გულზე უნდა ატარებდე-
თუ გსურს მოიპოვო პატივი.
ამაყი ქალის სიყვარული,
ალბათ აღარ არის მარტივი.
კარგი ყველაფერი ძვირად ფასობს,
ცუდი,უნიათო ვის უნდა?
ქალი ჭაობიდან ამოგიყვანს-
თ