"თუ იმ მაღალი მწვერვალის ძირში შენ ბორცვი მაინც იყავი - ის მწვერვალი შენით დაწყებულა."
"თუ შენს მეზობელს ჭრაქიც არ უნთია, შენ ჭაღს ნუ ააბრიალებ."
"თუ შენს გარშემო ყველა იცინის, თუ შენც არ გაიცინებ, უნდა გაიღიმო მაინც. მაგრამ თუ ყველა ტირის და არ ტირი, თვალებზე ხელი აიფარე."
"კურდღელი ყველას საკბილოა, კურდღლისა კი არავინ და ამისთანა უსამართლობას მაინც არ გაუბოროტებია."
"მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ ღალატსაც ღალატობს."
"ნუ ვიცით: მე ეს ვქენი, მე ის ვქენი, ეს გავაკეთე და ის გავაკეთეო! თუ შენს მეტს არავის დაუნახავს, რა გალაპარაკებს და თუ სხვამაც იცის, ის იტყვის."
"ორგულს ერთგულებით თუ მოაქცევ, თორემ შენი ორგულობა რად უნდა, დასაღუპავად თავისიც ეყოფა."
"სულითა და გულით თუ ხალხის,