იქნებ დამებედო, სიყვარულით სავსე
გრძნობებს ავურიოთ მოდი მისამართი!
იქნებ დამებედო ამ იანვრის ღამეს,
თოვლში გადავკარგოთ წლები დასაკარგი.
მოდი ჩაგიფიქრებ, იქნებ ამისრულდე!
ის ბავშვობა მებრძვის სადღაც რომ დავკარგე.
მოდი ჩავიფიქრებ, ერთხელ კიდევ ვცდი და
იქნებ დამიბრუნდეს ამ ბედობა ღამეს!
და თუ მოიყვანა თოვლმა ის დღეები,
იქნებ დამაბედოს შენთან ალიონი,
და თუ ყველაფერი ზამთარს შეუძლია,
მეოცნებე გოგომ რატომ არ ვიცოდი?
თოვლში ვითამაშებ როგორც ბავშვობაში,
ერთი ონავარი, ერთი ცელქი გოგო.
მერე ჩაგიფიქრებ იმ ჩემს ოცნებაში
და ძალიან გთხოვ იქ არ მიმატოვო!
ისე გამიფრთხილდი როგორც არასოდეს,
გულზე დაიკარი ჩემი ოცნებები,
შენზე სიყვარული დარდად შემოვიცვი
და ბედობის ღამეს ისევ მებედები!
თოვს თუ გრძ