ჩემი გულის მპყრობელი ხარ,სულის ბატონ-პატრონი, ნატვრადა მაქვს თუნდაც ერთხელ დავრჩეთ მარტოდმარტონი. შენი ტუჩის ნამით მინდა დავისველო ტუჩები, შენთან ერთად მოვიარო მე თბილისის ქუჩები. მოგცე რისი ძალაც შემწევს თუნდაც სული დავლიო, მხოლოდ შენთან ერთად მინდა ეს ცხოვრება გავლიო... მაგრამ თუკი მიმატოვებ თვალზე ცრემლს თუ დამადენ, შურს ვიძიებ, გულს მოგპარავ ბორკილებსაც დავადებ, ვერ იპოვი უჩემოდ თავისუფალ სიცოცხლეს, ჩემი ხარ და ჩემს გარეშე უკვე ვეღარ იცოცხლებ... შენ თუ ჩემთან არ იქნები შენს გულს ცრემლებს დავაფრქვევ შურს ვიძიებ მაგრამ მაინც ჩემს სიცოცხლეს დაგარქმევ