კეტრინ მაკნილი ჟურნალ Numéro-სათვის!
ჟურნალი ნუმეროს რიგით 170-ე გამოცემის გარეკანი მოდის აიკონმა,
კეტრინ მაკნილმა დაამშვენა, რომელიც ცნობილმა ფოტოგრამა გრეგ კადელმა
გადაიღო. კეტრინმა და გრეგმა ოთხი წლის უკან უკვე ითანამშრომლეს, კონკრეტულ
ჟურნალთან, თუმცა ამჯერად სრულიად განსხვავებული თემატიკის, სტუდიურ გარემოში
აღბეჭდილი ფოტოსესია დაიბეჭდა. კეტრინთან ერთად კადელის ობიექტივის წინაშე რუსი
ტოპ-მოდელი ნასწია კოდკინაც პოზირებდა, მოდელთა ტანდემმა და უნიკალურმა ლუქებმა
თითოეულ კადრს დინამიურობა შესძინა. ლატექსის კომბინიზონები, ლანვინის საღამოს
კაბები, ვერსაჩეს კოქტეილის მინი ქვედაბოლოები და სხვადასხვა აქსესუარები, აგრეთვე
ექსტრემალური ვარცხნილობები და მკვეთრი მაკიაჟი დასრულებულ სახეს ანიჭებს
ლეგ