-რატომ არასდროს მეუბნები, რომ გიყვარვარ?
-მართალია, არ გეუბნები, მაგრამ შენ ხომ ისედაც გრძნობ?
-ვგრძნობ.
-ხედავ, რომ ყოველდღე შენზე ვზრუნავ?
-ვხედავ და საპასუხოდ, არც მე გაკლებ მზრუნველობას.
-ამჩნევ როგორ გიყურებ?
-ისე თითქოს გეშინია, რომ შენი ფანტაზიის ნაყოფი ვარ და შესაძლოა ერთ დღეს გავქრე.
-როგორ გელაპარაკები?
-შენი ხმა რბილი და თბილია, თითქოს ფრაზებით მეფერები.
-მაშინ რაში გჭირდება ეს გაცვეთილი სიტყვა ,,მიყვარხარ?"