სულიერი ასული ( მოთხრობა) სანახევროდ ნამდვილი ამბავი
ახალი დაწყებული მქონდა ჩემი ბიზნესი. საკუთარი სახლის სარდაფში სახინკლე გავხსენი. ქუჩის პირას მდებარეობდა ჩემი ობიექტი. სტუმარი უხვადა მყავდა. ხინკლის ხარისხი მოსწონდა მომხმარებელს . . . მოკლედ ბედს არ უჩიოდი. ეს ისტორია რომელიც მსურს რომ მოგითხროთ ჩემს სახინკლეში დაიწყო. მაშ ასე . . . . დამლაგებლის ვაკანსია გამოვაცხადე. ბუნებრივია ახალგაზრდა ქალი მესაჭიროებოდა. იმ საღამოს ერთი ქალბატონი მოვიდა ჩემთან. სუფთად და მოხდენილად ეცვა სტუმარს. ზრდილობიანად გამეცნო მოსული: - ჩემო ბატონო, მე მიუსაფარ ბავშვთა სახლის დირექტორი ვარ. თქვენ დ