წუთები ქმნიან საუკუნეებს წვიმის წვეთები იწვევენ წარღვნებს, ძლიერი სენით განუკურნებელს ფლიდი გრძნობები უგლეჯენ ძარღვებს. ფურცლები მიაქვს ქარის თხზულებებს ცხელი ცრემლები იწვევენ ტალღებს, ღამე ფიქრები მორიგ სულელებს მშვიდი სტროფებით უწერენ ზღაპრებს. დროება გვადებს თიხის ბორკილებს სადღაც წიფელი გვიმზადებს ბინას, მწერალი ადგენს თავის მოტივებს აღარ ანსხვავებს ღარიბს თუ მდიდარს. გული იხსენებს ფერად მომენტებს მთვარე ღრუბლებში დაეძებს ადგილს, როგორც მოცარტი თავის სონეტებს ადამიანებს გრძნობებში აწვდის.