შეიყვარე სიყვარული რათა იგრძნო,რომ მოხვედი ამ ქვეყნად... აქციე ყოველი წუთი სიყვარულის საუკუნედ,დაე ესმოდეს შენი გულისცემა ყველას და ფორიაქით ქარგავდეს ყოველი სუნთქვა სულის სიშიშვლეს,ნუ დათმობ წამს დაუტვირთავად სიყვარულისა,თორემ დაგახრჩობს სინანული... დღეს ხომ სავსეა პლანეტა მონატრებისფრად შემოსილი ჟანგბადით,დღეს ხომ ის წუთია,რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებ და ყოველი შენი მაგრალიტად ქცეული ცრემლი,ამაოდ გააჯერებს დედამიწას... ამიტომ მიეცი თავს უფლება,დაიბადო თავიდან,აავსო ყოველი უჯრედი სიყვარულით და წამოდგე ფეხზე,მისცე თავს უფლება,იფრინოს გადარეულმა შენმა ფიქრებმა ქარტეხილში და ისწავლე ბრძოლა იმისთვის,რაც მთელ ქვეყნიერებად ღირს,იბრძოლე და მოიპოვე ბედნიერება..