999 👌👍👌
,,ერთხელ, მძიმე 90-იან წლებში, მსახიობმა ცოტაოდენი ფული აიღო. მაღაზიაში შევიდა. ნახა, კაცი დგას, წვალობს. ფული არ ჰყოფნის. არ იცის, რა იყიდოს, რომ ოჯახი გამოკვებოს.
ზურაბ ქაფიანიძემ ჯიბიდან ფული ამოიღო:
– აი, ძმაო, ნახევარი შენ, ნახევარი მე. იყიდე, რაც გინდა.
დამუნჯდა სიხარულით კაცი. სანოვაგით დატვირთული წავიდა შვილებთან.
წლების მერე საოცრება მოხდა. მოდიოდა მოწყენილი არტისტი ქუჩაში.
უცნობი შეეგება სიცილით:
– მე ის კაცი ვარ, თქვენ რომ 200 დოლარი მაჩუქეთ, ახლა მე მაქვს 1000 დოლარი ჯიბეში, ნახევარი თქვენ, ნახევარი მე.
ასეა, სიყვარული არ იკარგება.''
📷 ჯანსუღ ჩარკვიანი, ზურაბ ქაფიანიძე, ნოდარ დუმბაძე.