ფერი გააცალეს დაღლილ მოგონებას უკვე მერამდენე დღე მაქვს დასათვლელი გულსაც მოენატრა შენთან სიახლოვე თვალებს დატყობიათ ღამე განათევი. ალბათ მომიგონებ როცა მოგიკვდები ამ ჩემს უიღბლობას წვიმაც დაიტირებს შენთან მოსასვლელი გზები ამებნევა მერე ბედისწერა საფრთხეს დამიპირებს. ქარში გათელილა ჩუმი სიმყუდროვე ვიცი მიუწვდომლად მრჩები საფიცარო და თუ არ მეღირსა შენი სიყვარული მინდა ამ უაზრო სუნთქვით დავიცალო. ღამე შევიძულე უკვე მერამდენედ შავთეთრ ოცნებებში ვდევნი მონარქიებს და თუ ვერ შევძელი შენთან სიახლოვე შენი სურნელება ერთხელ მომაფრქვიე. გული ეულია შენთვის რომ არსებობს მხოლოდ მწუხარება,დარდი გამჩენია აზრი აღარ დარჩა საშიშ ნებისყოფას რადგან მე შენს გარდა არვინ დამრჩენია.