კითხვა, რომელიც საშინლად არ მსიამოვნებს და ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად მესმის - ,,როდის თხოვდები" ან ,,რატო არ თხოვდები".
რამე დასაშოშმინებელი პასუხი მინდა:
- ,,არ თხოვდები?"
პას. 1. - ჯერ ადრეა ( საშინელი პასუხია. აშკარად არ შემეფერება)
პას. 2. - ვის მივყავარ (დაივიწყე, თავს ლაფი დაგესხა)
პას. 3. - სად მეჩქარება? (რაღაც ამპარტავნულია)
პას. 4. - დღეს რაღა არის და ხვალ (ზედმეტად ირონიულია)
პას. 5. - არა, ჯერ ბოქსზე უნდა შევიდე (შეიძლება გამოდგეს)
მოკლედ, მოსაფიქრებელია!