ჯიბრში არ ჩამიდგე...
ჯიბრში არ ჩამიდგე, ისე გამეჯიბრე
ვინ მეტს გაათენებს ქვეყნის ფერებაში,
მამულს კი ნუ მიყოფ, ადგილს კი ნუ მიჩენ,
მხარი შემაშველე ქვეყნის შენებაში...
მოდი, მეგობარო, ისე შემეჯიბრე,
ლანძღვა არ დამიწყო, ცილი არ დამწამო,
გული არ მომიკლა, გენი არ მიგინო,
რწმენა არ მითელო, სული არ მიწამო...
ჯიბრში არ ჩამიდგე, ისე გამეჯიბრე
ჩემი წილის მომკას, შენი წილი თესე,
ერთხელ ზომიერი სიტყვა შემაგებე
სოფლის საშენებლად მკლავი ამილესე...
ჯიბრში არ ჩამიდგე, ისე გამეჯიბრე
სათქმელს კი ნუ ითვლი, თუ რა დამასწარი,
მოდი, მეგობარო, ერთხელ ასეც სცადე
სალამი ღვთისააო ჰოდა, დამასწარი.
ჯიბრში არ ჩამიდგე, ისე გამეჯიბრე
ცოდვებს კი ნუ მითვლი, თუ სად წამასწარი
მოწყალება თესე, მადლში შემეჯიბრე
ბაგეს ასხლეტილი