თუ ის გასაგიჟებელია, ის ვერ იქნება ადვილად მისაწვდომი. და თუ ადვილად მისაწვდომია, ის არ იქნება გასაგიჟებელი. თუ ის ამად ღირს, არ დანებდე! . და თუ დაანებებ თავს , გამოდის შენ არ ხარ მისი ღირსი... სიმართლე ისაა, რომ ყველა გატკენს , უბრალოდ უნდა იპოვო ის, ვინც --- ამ ტკივილად და ტანჯვად ღირს..!
მარტივად ვერ გეტყვით,ვარ მხიარული ცოტაც გიჟი. მიყვარს სიმართლე და ალალი თვალები, მიყვარს მწვანე თანაც სიგიჟემდე, მიყვარს წვიმა და ყველა ყვავილის სუნი წვიმის შემდეგ. ვერ ვიტან თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანებს და გაუნათლებელ ბრბოს,რომლებმაც მხოლოდ თავის დაქნევა იციან. მე მომწონს უბრალო ადამიანები თავისი სულიერი მშვენიერებით, რომლებიც არცხოვრობენ დოგმებით და რომლებსაც არ აინტერესებთ ხალხის აზრი. არ მომწონს გახრწნილი საზოგადოება რომლებსაც უფალი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ როცა უჭირთ. არ მომწონს ადამიანები რომლებიც სალოცავში ხალხის დასანახად დადიან,მიყვარს ისეთი ადამიანები ვინც გულში მხურვალედ ლოცულობენ. მომწონს ქუჩის მუსიკოსები თავისი თბილი გამოხედულებით რომელთა სიმღერა გულში ჩამწვდომი