ჩემს გამო მამას, არ უთქვამს, რომ არ სურდა გოგო,
არც ის, რომ ვაჟი ჩემზე მეტად გაახარებდა.
არ მოღუშულა: ბიჭის ნაცვლად, გოგონა როგორ?!
საუნჯესავით ხელის გულით დამატარებდა...
ჩემს გამო თავი, არასოდეს არ დაუხრია,
პირიქით, მხრებში იშლებოდა ამაყი მუხა.
ვიყავი მისი გააფხულის "ლურჯთვალა ია",-
და სიყვარული მამა-შვილის ზარივით ქუხდა.
ჩემს გამო მამას, სინანული არ ჰქონდა წამით,
რა საჭიროა გახარებად, თოფი და ტყვია?!
ვიყავი მუდამ ბედნიერი კეთილი მამით,
მამა-შვილობის სიყვარულით, რასაც კი ჰქვია!..
ჩემს დაბადებას მწუხარება არ მოჰყოლია,
იმათი მიკვირს, გოგოს ვაჟი რომ ურჩევნიათ...
ვიყავი ლაღი, როგორც ზღვაზე თეთრი თოლია
და გაზაფხულის მახარობლად "ლურჯთვალა ია"...