მსმელი, მჭმელი და დამრტყმელი, მე ვარ პაატა ცაიშელი,
მთის წვეროზე კოშკი მოსჩანს, იქ არის ჩემი საწრთვნელი!
ხან ქალაქი, ხან ტყე მიხმობს, ხან მოყვარე, ხან კი მტერი,
ვრაფერი გამიგია, კაცი ვარ თუ რუხი მგელი?!
ორმოც ქაჯს შევებრძოლები, ვარ უკან დაუხეველი
ტყვიას, დანას კარგად ვისვრი, ბრძოლებში ვარ უძლეველი!
ექსტრემალური ცხოვრება ძილშიაც კი არ მშორდება
ზოგჯერ სიზმარში რაც ხდება, თუ მოინდომებ ახდება.
მთვარის შუქზე ჩაძინებულს მეღვიძება გარიჟრაჟზე
ჩემს მკლავზე დაწოლილ გოგოს ვმკურნალობ და მომყავს აზრზე.