ჩემო ერთადერთო დღეს შენი დღეა სიხარულო დღეს დაიბადე,
შენმა გაჩენამ აზრი მისცა ჩემს არსებობას,
ამიტომ ეს დღე ჩემიც არის, მეც დავიბადე,
უშენოდ წამით არ დავეძებ ამ ქვეყნად ყოფნას.
მე შენით ვცოცხლობ, შენით ვხარობ, შენთვის ვილოცებ,
არ დავიშურებ თვით სიცოცხლეს, შენთვის გავწირავ,
შენი ღიმილი მირჩევნია ქვეყნად ყველაფერს,
შენ თუ კარგად ხარ მე ამითაც ბედნიერი ვარ.
მსურს დღეს დაგლოცო ყველაფერი საუკეთესო გისურვო ცხოვრებაში, ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას შენს პატარა იჯახთან ერთად ჩვენ ერთნი ვართ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს ერთმანეთს, ყოველთვის ერთნი ვიქნებით,
ამიტომ მოვალ, ჩაგიხუტებ, მოგეფერები
და ამ ლამაზი ცხოვრებისთვის მადლობას გეტყვი. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ