ქართულ მიწაზე, ომში დამთავრდა შავი სამოსი, შავი მანდილი, და შიში თავად, შავი ფერისა. ღამით სიზმარი, დღისით აჩრდილი, თანამგრზავრია, ქართველი ერისა. ქართველი გმირების ნასროლი ტყვია, მრავალი მტრის, გულში გატარდა. მათი ცხოვრება, ჯარისკაცური, ქართულ მიწაზე, ომში დამთავრდა. ქართველი ერი ჯიშით-ჯილაგით, მამაცია და გმირულად კვდება, ჩვენი ქვეყნის სიმაყეა, მე მათი ქება, არ დამზარდება. მათი სამარე, ქართულ მიწაზე, ლოცვით-კურთხვით, ამოივსება. დედის ცრემლები დანამავს საფლავს, სადღეგრძელო კი, ყანწით ისმება.