მინდა დავწერო ისეთი ლექსი, რაც ჯერ არავის დაუწერია, მინდა აღვწერო გრძნობები ჩემი, სხვისთვის რომ ძნელად გასაგებია, მინდა გადმოგცეთ ფიქრები ჩემი, რაც ჩემთვის ჯერაც გასარკვევია, მინდა მოგიძღვნათ სიცოცხლე ჩემი, რომელიც ასე შემძულებია. განა ფასი აქვს უბრალო სიტყვებს,, როდესაც სული ცარიელია, როდესაც ვხვდები ყოველი დილა, ფიქრში თუ როგორ დაგთენებია, გათენდება და გავალ ქუჩაში, ირგვლივ უცნობი სახეებია, გიღიმიან და ვერც კი გაარკვევ ყალბია იგი თუ გულწრფელია. და მეც ვიღიმი ცივი ღიმილით, რაც ასრე რიგად გადამდებია, ვგრძნობ როგორ ვხდები იმათნაირი, სხვა მეტი აბა რა დამრჩენია. განა არ ვიცი ვერ დავწერ, იმას, რაც ჯერ არავის დაუწერია, რასაც განვიცდი და ვგრძნობ ეხლა მე, ჩემს გარდა სხვასაც გადახდენია, სიცოცხლე მიდ