იყუჩე ჩემო, მეც მჭირდება შენი ნუგეში.
სევდად მიტევდე, მაშინებდე განა რა მოხდა,
ჩემად ტკივილად, საიმედოდ მყავდე უბეში,
არ გაგიკვირდეს, მერე რა, რომ კვნესა აღმომხდა.
თუ გინდ ათასჯერ ამიტკივდი, ოღონდ იფეთქე,
ეს წყალობაა, უფრო მეტად მტკიოდე მინდა,
სიძულვილისთვის ოღონდ მკერდს ნუ ამომიხეთქებ,
სასიყვარულოდ, საერთგულოდ, რამდენიც გინდა.