ჩემი არსებობის მიზეზი ხარ,
ჩემი ყველა წლების გაზაფხული!
ჩემი დედობრივი სიყვარული,
შვილო,შენს გულზეა დანამული!
შენით გამითენდეს ყველა დილა!
ჩემო აისო და მზის ამოსვლავ!
სულ შენ შეგეწიოს ყველა ლოცვა-
ჩემი გულიდან დე რაც ამოვა...შენ რომ ცხოვრებას მე მიადვილებ...
შენთვის სიცოცხლე რომ არ მეთმობა...
შვილო,შენი გზების დასალოცად,
სულის დათმობაც კი არ მეყოფა...
ჩემო ცრემლებამდე სიყვარულო!
ჩემი სისხლისა და ხორცის წილო!
ჩემი ყველა წლების გაზაფხულო!
ჩემო სიტკბოებავ,ჩემო შვილო!..
დე,შენს სავალებზე იებს ვთესავ,
ფეხი არასოდეს არ იტკინო...
ისე ბედნიერი გამეზარდე,
ბედზე არასოდეს დაგეჩივლოს!..
ჩემო საფიცარო,საყვარელოო!..
ქვეყნად გაჩენილო მზისთვალებავ!..
ჩემი სიხარულის მიზეზი ხარ-
დედის იმედი და გახარება!..