მშვენიერი ხარ, მეტი რა გითხრა,
აპრილის მზის სხივს მინდა გადარო,
ამოუთქმელი სიყვარული ხარ
და ოცნებებით სავსე სამყარო.
შენი თვალების ცა ისე მიყვარს,
რომ მინდა გულით ისიც ვატარო,
ჩემო პატარავ, უნახავადაც,
მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს.
მე ვეცილები შენს სიყვარულში,
მათ ვინც შენს სურნელს მართლა არ დათმობს
და თავხედურად გიძღვნი სტრიქონებს,
იმედით, შენი მზე რომ გამათბობს.
დედა ღვთისმშობლის კალთა გფარავდეს,
ზღვა სიხარული მსურს დაგანათლოს,
უფალს ვავედრებ მთელი ცხოვრება,
ბედნიერების გზებით გატაროს.