იცი?! რო გავიღვიძე ერთ ვარსკვლავს მივჩერებოდი, რომელიც მარტოღა იყო დარჩენილი ცაზე და მზის სხივებს ელოდებოდა რომ... გამქრალიყო... ვიფიქრე ნეტა ამის მოწყვეტა შემეძლოს, მასთან წავიღებდი და ორივე მოვეფერებოდით, იმ სითბოს ვაჩუქებდით რომელსაც ელოდა! მაგრამ მას არ გააქრობდა, პირიქით უფროო ააკაშკაშებდა მაგრამ აიი!! ვარსკვლავიც გაქრა, მზე ამოვიდა... რა სულელი ვარ გავიფიქრე და ჩემს გვერდით მდგომ მაგიდაზე დადგმულ ლარნაკს მივაშტერდი... დიდხანს ვიდექი ასე და ვფიქიქრობდი...... მაშინ პირველად ვიოცნებე, პირველად მოვინდომე ისეთი სისულელის ჩადება რასაც არ ვიფიქრებდი. და თურმე რა ყოფილა ეს სიყვარული, მუნჯ კაცს რო მთელ ხმაზე აყვირებს! ...