ბევრჯერ მიფიქრია, რა ფერისაა ჩემი სული?... ან როგორია? შემიძლია მას შევეხო? ვიგრძნო? ნუთუ სულიც ტვინის ერთ-ერთმა ნეირონმა გამოიგონა? იქნებ, მე მხოლოდ ხილული ვარ და უხილავად არ ვარსებობ? რამდენი ფეთქვა ვარ დარჩენილი? ან მერამდენედ ფეთქავს ჩემი გული მას შემდეგ, რაც პირველად ჩართო წამზომი?! რა იდულია ჩემი სხეული, რამდენ საიდუმლოს იტევს ეს მოლეკულა, რომელიც სრულიად შეუმჩნეველია ამ გალაქტიკაში?! და თუ ეს მოლეკულა ამდენად ამოუცნობია, განა შემიძლია სულის უკვდავებაში ეჭვი შევიტანო? მე ვიცი რომ არსებობს დიადი, რომელმაც იცის, რატომ?! ის მე შემიგრძნობს, ის არის ჟანგბადი, რომელსაც ვსუნთქავ, ის არის წყალი, რომლითაც წყურვილს ვიკლავ, ის არის მზე, რომელიც მათბობს, ის არის მიწა, რომელიც ჩემს სხეულს შეისისხლხ