გული ჩუმად
ზღაპარს ჰყვება...
ბიჭს რომ გოგო
ავიწყდება,
გოგოს თვალებს
ცრემლი სწყდება,
ცრემლს ღიმილი
ენატრება,
ღიმილი კი ბიჭთან
რჩება.
ვერ გაიგებ სად რა
ხდება...
ბიჭი სხვაზე
გაგიჟდება,
ის სხვა უცებ
მიატოვებს,
მასზე გულიც არ
დასწყდება.
გოგოს ფიქრთა
კორიანტელს
ბიჭის სახე
ელანდება,
დაღამდება,
გათენდება,
მის გარეშე ჩუმად
დნება.
ბიჭს რომ გოგო
ავიწყდება,
ერთხელაც არ
ახსენდება
და თუ მაინც
გაახსენდა,
მოკითხვაც კი
ეზარება.
დრო გადის და დღეს
დღე მიაქვს,
გოგოს გულში სხვა
გაჩნდება,
გაზაფხულის ლამაზ
დილას
სადედოფლო კაბით
ხვდება.
გეცინება? არ თქვა
რატომ,
ვერ გაიგებ სად რა
ხდება...
ბიჭი ნომერს
აკრეფავს და...
გულზე დარდი
დააწვება.
ერთადერთი
სიყვარული
დღეს მის თვალწინ
გაფრინდება.
ფიქრს აურევს
მოგონება,
თვალზე ც