-მე შენ გიღალატე. - წავიჩურჩულე. -მეც გიღალატე. - მის ნათქვამში სინანულს ვგრძნობდი. -ვეღარაფერს დავაბრუნებთ უკან... ვერც ერთ მომენტს... ამოვისუნთქე და სასულესთან რაღაც მეტკინა. -სისულელეა, რომ ღალატის პატიება არ შეიძლება. მე გაპატიე. გრილი თითები შემომიცურა და ხელი ჩამკიდა.
-ბოდიში, რომ აქამდე არ დაგირეკე. -შვიდი თვე, თერთმეტი დღე და სამი საათი... -რა? -შვიდი თვე, თერთმეტი დღე და სამი საათი ველოდებოდი შენს ზარს. როგორც იქნა, დარეკე.