ვერ დაგივიწყებ, მიჭირს, გული
ვერაფრით გთმობს
სუნთქვას სიკვდილი მიჭრის,
სულზე ცრემლებად თოვს.
გაზაფხულია ისევ, როგორც
შარშან, ამ დროს,
ყველგან დაგეძებ ისევ, ნუღარ
მაწვალებ, გთხოვ ...
კვლავ გავებუტე რითმებს, ლექსად
მივყვები დროს,
უსამართლობა მითრევს,
გადავიხვეწე შორს.
ოცნებად დამრჩი მხოლოდ და
შემიძლია ვთქვა,
სულზე მეხები მზისებრ, თუმცა
არასდროს მწვავ ...
ნუღარ შემიჩვევ ისევ, ვეღარ
ვერევი თავს,
უეცარი ხარ წამზე, უცებ ორთქლები
ცად,
მინდა უბრალოდ მწამდე! ვერ
დაგივიწყებ მთლად